ამერიკის პირველი ძაღლები უკვე ვაშინგტონში იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლში ვერტმფრენი დაეშვა, რომელმაც დელავერიდან ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ორი ოთხფეხა მეგობარი ჩამოიყვანა.
გერმანული ნაგაზები, სახელად, მაიორი და ჩემპი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჯო და ჯილ ბაიდენებთან ერთად თეთრ სახლში იცხოვრებენ. პირველ ძაღლებს თეთრი სახლის ეზოში ჯილ ბაიდენი დახვდა.
ფოტოები თეთრი სახლიდან ადმინისტრაციამ გაავრცელა. ცნობილია, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ძაღლები ძალიან უყვარს და განსაკუთრებით, გერმანული ნაგაზები. ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯო ბაიდენმა, მაშინ როცა ის არჩეული პრეზიდენტი იყო, ჩემპთან და მაიორთან თამაშის დროს ფეხი დაიზიანა. ამის გამო ბაიდენი რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეკამერებთან არ გამოჩენილა.
Facebook Forum