ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადაში კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღის ფონზე, ავღანელ დევნილებს ცრიან


ავღანელი დევნილები ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში
ავღანელი დევნილები ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში

მას შემდეგ, რაც აგვისტოში თალიბანმა ავღანეთზე სრული კონტროლი მოიპოვა, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან 40 000 დევნილს მისცემს თავშესაფარს. პირველი იმიგრანტების მიღება ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე მიმდინარეობს, რასაც კანადაში პანდემიის მე-4 ტალღად მიიჩნევენ.

დევნილებს ჯერ ორკვირიან კარანტინში უშვებენ, ტორონტოში ამისთვის გამოყოფილი 5 სასტუმროდან ერთ-ერთში. ავღანეთიდან ჩამოსულებს კოვიდ-19-ზე ცრიან და მხოლოდ ამის შემდეგ ანაწილებენ კანადის სხვადასხვა მხარეს.

კრის ფრისენი, კანადის საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერი ამბობს, რომ ავღანელი დევნილები სხვებისგან ბევრი ნიშნით გამოირჩევიან. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კანადელები მათ უკეთ იცნობენ, ვინაიდან კანადის ჯარების ნაწილები 30 წლის მანძილზე იქ მსახურებდნენ და ბევრთან პირადი კონტაქტებიც აკავშირებთ.

თუმცა, პრობლემას წარმოადგენს რიგ შემთხვევებში სათანადო საბუთების არქონა. ამას გარდა, ავღანელ დევნილებს სამშობლოს დატოვება ისე სწრაფად მოუწიათ, რომ უმეტესობას თან არაფერი აქვს. მათი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფა კანადის მთავრობის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG