საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ცალსახად განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რაც ქურდული მენტალიტეტისა და ქურდული სამყარის წევრობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, არ გადაიხედება და უცვლელი სახით შენარჩუნდება.
„კანონიერი ქურდების თემა ვინ ასწია? რაც არ შეიცვლება, ამის თაობაზე რატომ ვიწყებთ საუბარს საერთოდ?“- იკითხა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. „ეს თემა ვინ ასწია, ქურდების კანონების გადახედვის თაობაზე? ეს ცალსახაა, ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საკითხი არ გადაიხედება და ამის თაობაზე ერთმნიშვნელოვნად თქვით, კომენტარის გაკეთებას თუ გთხოვთ ვინმე,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან საუბრისას.
„შიმშილობის აქციები როდესაც იყო, მკაფიოდ ვამბობდი, რომ ყველა საკითხის თაობაზე შეიძლება შევიდეთ დიალოგში პატიმრებთან, თუ მათ დამცველებთან, მაგრამ ამ თემაზე დიალოგი არ იქნება,“- დასძინა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა.
თემა მას შემდეგ იქცა განხილვის საგნად, რაც გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ 223 პრიმა მუხლი კონკრეტიზაციას საჭიროებს და ამდენად, ხარვეზიანია. „თუ არ იქნა ზუსტად განსაზღვრული, ეს ქურდული მენტალიტეტი რა არის და თუ არ იქნა დაკავშირებული რაღაც მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს, ანუ განსაზღვრული არაა ზუსტად და შესაძლებელია ინტერპრეტაცია იყოს არასწორი. როგორ შეიძლება იყოს უკეთესად, ამის თაობაზე მე მზა ფორმულა არ მაქვს“,- განაცხადა ხმალაძემ გუშინ.
დღევანდელი განცხადების მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი სხვა რამეს გულისხმობდა. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა.
„ზოგადად, მე გამოვთქვი პრეტენზია ნორმის მიმართ, ეს მხოლოდ დღეს არ გამომითქვამს, ეს მაშინაც გამოვთქვი, როდესაც მას იღებდნენ, რომ ის არ აკმაყოფილებს, ეგრეთწოდებულ კანონის განსაზღვრულობის პრინციპს და თქვენ ვერ იპოვით იურისტს, რომელიც ამაში არ დამეთანხმება. მაგრამ არის საფრთხეები, რომელსაც იწვევს ესა თუ ის ნორმა. აქ მე საფრთხეს ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვაპირებ რაიმის ინიცირებას. ეს რომ საჭიროდ ჩამეთვალა, ამას აქამდეც გავაკეთებდი. მე თუ საჭიროდ მივიჩნევ რაიმის ინიცირებას, ამას ისედაც გავაკეთებ და არავის ნებართვა მე ამისთვის არ მჭირდება,“- ამბობს ვახტანგ ხმალაძე დღეს.
ყოველდღიურად ჩნდება ცნობები სასჯელაღსრულების უწყებებში არსებული პრობლემური ვითარების თაობაზე. დეკემბერში პატიმრების ნაწილმა დაიწყო შიმშილობა. მათ მოთხოვნებს შორის იყო აღნიშნული მუხლის გაუქმებაც. ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის მოშიმშილე პატიმრების მხარდამჭერ აქციებს ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით: „ციხეებში ადამიანები მრავალი მოთხოვნით შიმშილობენ, მათ შორის 223 პრიმა მუხლის გაუქმების მოთხოვნითაც, რომლის თაობაზეც გარეთ, საზოგადოებაშიცაა საუბარი. მასზე გამოთქმული აქვთ ძალიან სერიოზულ იურისტებს, მათ შორის პროფესორებს თავისი უარყოფითი პოზიცია ამ მუხლის არასწორი კვალიფიკაციის გამო.“
გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელსაც კანონის არსებული ნორმის ანალიზი და პრაქტიკაში მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ, აცხადებს: „ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არაა ეს ნორმა საკმარისად განჭვრეტადი, ვერ დავეთანხმებით. თავისთავად, სისხლის სამართლის კოდექსი იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ეს უნდა განვიხილოთ ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონთან კავშირში, სადაც არის განმარტება იმისა, თუ რას ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრობა. ესაა აღიარებული ქურდული ტრადიციების მიმდევრობა და ამ ქურდული ტრადიციების მიხედვით იძულება, მუქარა, არასრულწლოვნის ჩართვა დანაშაულში, ასევე ქურდული გარჩევები, ანუ ქმედება საკმარისად განჭვრეტადია, თუ რა ჩაითვლება ქურდული სამყაროს წევრობად.
საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს კანონდებლობა სასამართლო პრაქტიკაში არასწორად გამოიყენებოდა. საიას სახელით შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ არ შეგვხვედრია ისეთი განაჩენი, სადაც იდგა პრობლემა, რომ სასამართლო არასწორად იყენებდა ამ კანონს და მას ავრცელებდა ისეთ პირებზე, რომლებსაც ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ ამგვარ შემთხვევებს არ წავწყდომივართ და ჩვენ ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს კანონმდებლობა განსაზღვრულობის პრინციპს არ აკმაყოფილებს, ან კანონმდებლობას გააჩნია სხვა პრობლემები. ჯერ-ჯერობით, გარკვეული დადებითი შედეგი ორგანიზებულ დანაშაულთან და ამ შემთხვევაში, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის კუთხით ამ კანონმა გამოიღო“.
ქურდული მენტალიტეტის მატარებელი და ამგვარი მენტალიტეტისადმი სიმპათიით გამწყობილი ადამიანების დასჯის თაობაზე საკანონმდებლო ნორმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იქნა მიღებული და ეს ამ დრომდე წარმატებულ ნაბიჯადაა შეფასებული. დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებგვარდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კანონიერ ქურდებს „გარჩევების“ ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა. მაგალითისთვის, აქვეა მოყვანილი ამ განცხადების გასამყარებელი რამდენიმე ეპიზოდის თაობაზე ცნობებიც. საქართველოს ხელისუფლება დღესაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს 223 პრიმა მუხლის უცვლელად შემარჩუნებას კანონმდებლობაში და სადამსჯელო სანქციების გამოყენებას ქურდული მენტალიტეტისთვის.