ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლა უფრო ნაკლებ უცხოელ  სტუდენტს სურს


უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ათიდან ოთხ უნივერსიტეტში წელს საერთაშორისო სტუდენტებისგან ნაკლები მოთხოვნა მიიღეს.

კვლევა 250 ამერიკულ კოლეჯსა და უნივერსიტეტს მოიცავდა. ყველაზე დიდი შემცირება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აღინიშნა. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გაგრძელება 39 %-ით ნაკლებ სტუდენტს სურს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე კი 31 %-ით ნაკლებ სტუდენტს.

ამერიკაში ჩამოსულმა უცხოელმა სტუდენტებმა გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 33 მილიონამდე ამერიკული დოლარით გაამდიდრეს. ბოლო მონაცემებით, მათ 47 %-ს ჩინელი და ინდოელი სტუდენტები შეადგენენ. თუმცა მოთხოვნა ამ ქვეყნებიდან დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. რაც შეეხება ირანს, რომლის მოქალაქეების შემოსვლაც ამერიკაში დროებით შეზღუდულია - 2015-2016 სასწავლო წელს ამერიკაში 12 000-მდე ირანელი სტუდენტი სწავლობდა.

XS
SM
MD
LG