ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორი ბოსტონში


გამომძიებლები ამ ეტაპზე ეძებენ ადამიანს, ვისაც მძიმე შავი ხელჩანთა ეჭირა

გამოძიების ფედერალური ბიურო სთხოვს ბოსტონის მარათონის მაყურებლებს მიაწოდონ მათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ადამიანზე, რომელიც აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ძალიან მძიმე შავ ხელჩანთას ატარებდა. გამომძიებლებმა იპოვეს შავი ნეილონის ნაფლეთები, რომელიც სავარაუდოდ ბომბის დეტონაციის დროს დაირღვა.

პასუხისმგებლობა ბოსტონში მომხდარ ტრაგედიაზე ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას აუღია. ცნობილია, რომ ბომბი შეიცავდა ლურსმნებს და მეტალის ნაჭრებს, რათა დაშავებულთა რიცხვი რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ეჭვმიტანილთა არეალი ძალიან ფართოა, მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ საქმის გახსნას მაინც შეძლებენ და ტერორისტებს აუცილებლად იპოვიან.


XS
SM
MD
LG