ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალური ბიუროს წინასწარი გაფრთხილება "ომზე"


სამშაბათს, “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ერთი დღით ადრე, სანამ შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრებოდნენ, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვირჯინიის ოფისმა შიდა მოხმარებისთვის გამოსცა გაფრთხილება, რომ ექსტრემისტები ვაშინგტონში ჩემოსვლას გეგმავდნენ და “ომზე” ლაპარაკობდნენ.

“ვაშინგტონ პოსტის” მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია: “ინტერნეტზე მიმდინარე დისკუსიაში არის ძალადობისკენ კონკრეტული მოწოდება, მათ შორის განცხადებები: “მზად იყავით ბრძოლისთვის. კონგრესმა უნდა გაიგოს მინის მსხვრევის, კარებზე წიხლების ხმა და მათი “ბი-ელ-ემ” და “პანტიფა” მონა-ჯარისკაცების სისხლის დაღვრა. ძალა გამოიყენეთ. შეწყვიტეთ ამისთვის მარშის, მსვლელობის ან პროტესტის დარქმევა. იქ საომრად მზად წადით. ჩვენს პრეზიდენტს მივიღებთ ან დავიხოცებით. ამ მიზანს სხვა ვერაფერი მიაღწევს.”



Facebook Forum

XS
SM
MD
LG