ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იცვლება "ფეისბუკში"


მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი ფერს და ლოგოს ცვლის. ამის შესახებ განცხადება კალიფორნიაში მიმდინარე F8 2019 წლის ფორუმზე მარკ ცუკერბერგმა გააკეთა.

გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ პლატფორმა უფრო მეტად დაცული და მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის.

პირველივე დღეს გაირკვა, რომ "ფეისბუკის" მომხმარებლებს უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის.

2
2

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სმარტფონებში უკვე შეცვლილია სოციალური ქსელის აპლიკაციის დიზაინი. უახლოეს რამდენიმე თვეში კი "ფეისბუკის" დიზაინი შეიცვლება პერსონალურ კომპიუტერებშიც და ის შემდეგ სახეს მიიღებს:

დაიხვეწება "ფეისბუკის" მფლობელობაში მყოფი "მესენჯერიც", რომელიც როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი აპლიკაციაა ამ დროისთვის. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ "მესენჯერი" ორჯერ უფრო სწრაფი იქნება და შვიდჯერ უფრო ნაკლებ ადგილს დაიკავებს მოწყობილობებში, ვიდრე სხვა მსგავსი აპლიკაციები".

ასევე ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი "ფეისბუკი", მომხმარებელს უახლოეს პერიოდში პერსონალური კომპიუტერებისთვის "ფეისბუკ-მესენჯერის" აპლიკაციას შესთავაზებს. ​

რაც შეეხება გაცნობის ფუნქციას, ის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.

თუმცა, როგორც პირველივე დღეს გაირკვა, უახლოეს პერიოდში აღნიშნული ფუნქციით სარგებლობას დამატებით 14 ქვეყანა შეძლებს. "მაშებელის" ინფორმაციით წლის ბოლომდე გაცნობის სერვისი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც ამოქმედდება. "ფეისბუკის" გაცნობის სერვისს კი ახალი ფუნქცია "სიქრით-ქრაში" დაემატება.

უახლოეს პერიოდში "ფეისბუკი" მომხმარებლებს გაცილებით გაუადვილებს ახალი მეგობრების შეძენის ფუნქციას. თუმცა, ახალი ფუნქცია, როგორც სოციალურ ქსელში აცხადებენ, ჯერ დამუშავების პროცესშია.

ასევე შეიცვლება "ფეისბუკ"-ჯგუფების დიზაინი და ფუნქციები, რომელიც როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უფრო მოსახერხებელი გახდება.

"ფეისბუკი" ცვლის შედარებით ახალ მომსახურებას "მარკეტ-ფლეისსაც". განახლება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს უფრო მოსახერხებლად შეიძინონ ნივთები, როგორც ახლო, ასევე შორ მანძილზე სახლიდან გაუსვლელად, გადახდა კი ონლაინაც იქნება შესაძლებელი.

ფორუმი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 5 000-ზე მეტი ინჟინერ-პროგრამისტი ესწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG