ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ექსონის" მიერ რუსეთში ნავთობის მოპოვების დონე მკვეთრად დაეცა


სააგენტო „როიტერის“ მიერ რამდენიმე წყაროსგან მიღებული ინფორმაციით, სანქციების გამო დასავლური სადაზღვევო კომპანიების საქმიდან გასვლის და წამყვანი ამერიკული ნავთობის კომპანიის მიერ ტანკერებისთვის ადგილობრივი დაზღვევის უარყოფის შემდეგ, „ექსონის“ მიერ მართული, „სახალინ-1“ რუსული პროექტის მიერ ნავთობის მოპოვების მოცულობა მკვეთრად დაეცა.

დასავლურმა სადაზღვევო კომპანიებმა სანქციების გამო უარი თქვეს რუსეთის უმსხვილეს საზღვაო გადამზიდავ „სოვკომფლოტის“ ტანკერების დაზღვევაზე. კომპანია მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

„ექსონმა“ „სოვკომფლოტის“ ტანკერების გამოყენებაზე უარი თქვა“, განაცხადა ერთმა წყარომ. წყაროების თანახმად, ზოგიერთი ტვირთი ინდური ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისთვის იყო განკუთვნილი.

„სოვკომფლოტს“ და „ექსონს“ კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუციათ.

რუსულმა სახელმწიფო კომპანია“როსნეფტმა“ - პროექტ „სახალინ-1“-ის თანაპარტნიორმა - ნავთობის მოპოვების დონის ვარდნაში ბრალი "ექსონს" დასდო და განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვების შემდეგ, პროექტს ნავთობი თითქმის აღარ მოუპოვებია.

„სახალინ-1“ პროექტის მიერ ნავთობის ამოღება დღეში 10 ათას ბარელამდე შემცირდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, პროექტი დღეში 220 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.

XS
SM
MD
LG