ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უნგრეთს აფრთხილებს


ევროკავშირი უნგრეთს აფრთხილებს
ევროკავშირი უნგრეთს აფრთხილებს

ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატრებით იმუქრება, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ევროკავშირის რეგულაციების შეესაბამისი კანონები არ მიიღო. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, მას არ სურს უნგრეთის მხრიდან დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების უგულვებელყოფაში ეჭვის შეტანა. მან აქვე დასძინა, რომ რაც უფრო სწრაფად გადაიჭრება ეს საკითხი მით უკეთესი იქნება.

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა, მოხდება ცენტრალური ბანკის, სასამართლოსა მთავრობის საინფორმაციო ბაზის კონტროლი მთავრობის მხრიდან. ევროკავშირში თვლიან, რომ კანონი საფრთხეს უქმნის ამ ინსტიტუტების თავისუფლებას. ევროკავშირს კი შესწევს იმის ძალა, რომ უნგრეთი ევროსასამართლოს წინაშე წარადგინოს.

XS
SM
MD
LG