ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს უჩერებს


ევროპის კავშირის მინისტრები ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

ბელორუსში კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვების შემდეგ ევროპის კავშირის მინისტრები ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

საფრანგეთის წარმოამდგენელმა დღეს განაცხადა, რომ მინისტრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს, რომელთა გათავისულფებასაც ევროპის კავშირი უკანასკნელი თვეების განმავლობაში ითხოვდა.

ლუკაშენკო პრეზიდენტი მეხუთედ გახდა, გუშინ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მას მხარი ამომრჩეველთა 84 პროცენტმა დაუჭირა.

XS
SM
MD
LG