ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს შესაძლოა სანქციები შეუმსუბუქდეს


ევროკავშირი და შეერთებული შტატები გარკევეული გარიგების ფასად, ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავენ

მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის ლიდერები ირანს სანქციებს იმ შემთხვევაში შეუმსუბუქებენ, თუ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადების შეშფოთებას გაიზიარებს.

ალმატიში ირანის ბირთვული პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი დიდ სასიკეთო ცვლილებებს ამ საკითხთან დაკავშჲრებით არ მოელიან.

თუმცა, ესოშეითიდ პრესის და როიტერის განცხადებით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები გარკევეული გარიგების ფასად, ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG