ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკების ახალი რაუნდი


ყაზახეთში ირანის ბირთვული პროგრამის განხილვა იწყება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ხვალ ყაზახეთში ირანის და საერთაშორისო ექვსეულის წარმომადგენელთა შეხვედრა იწყება, სადაც თეირანის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელებენ. საერთაშორისო ექვსეული „ხუთს პლუს ერთი“ ფორმატით არის წარმოდგენილი. აღნიშნულ ფორმატში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია შედიან. რა განწყობებია მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.

შეერთებული შტატების განცხადებით, მოლაპარაკების განახლების წინ ირანის მიერ ურანის გამამდიდრებელი თანამედროვე ცენტრიფუგების განთავსება პროვოკაციული ნაბიჯია. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ თეირანს კვლავ ეძლევა შანსი აღნიშნული პრობლემა მოლაპარაკების გზით დააარეგულიროს. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობა ამის დასადასტურებლად უფრო მეტ მტკიცებულებას ითხოვს. სწორედ ამას ისახავს მიზნად ყაზახეთში მოლაპარაკების პროცესის განახლება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დელიდან გააკეთა:

„ინდოეთის გავლენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს დაგვეხმარება ირანის ლიდერების დარწმუნებაში, რათა პატივი სცენ საერთაშორისო შეთანხმებას, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ."

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი რუთ ვეჯვუდი გაეროს სანქციების ეფექტურობასთან დაკავშირებით სვამს კითხვას. მართალია, ირანის ვალუტის ღირებულებაც შემცირდა და ნავთობის ექსპორტიც შეიკვეცა, მაგრამ ვეჯვუდი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ირანის არმიაც მწყობრშია და ბირთვული პროგრამაც გრძელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ირანის დარწმუნება უნდა მოახერხოს.
„ირანმა უნდა იცოდეს საერთო თამაშის გეგმა. თუ ისურვებთ, დაინახავთ თუ რა იქნება მათთვის ამ პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ირანი, რომ ეს არ ეხება რეჟიმის ცვლილებას,“ - აცხადებს ლავროვი.
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის შემდეგ ირანთან მოლაპარაკებაში პროგრესის მნიშვნელობაზე საუბრობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც.
„ეს ურთიერთკავშირშია. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ პატივი სცეს ჩვენს ბირთვული გაუვრცელებლობის მცდელობებს. და როგორც დაუშვებელია ეს ჩრდილოეთ კორეისთვის, ასევე დაუშვებელია ირანისთვის,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისევე როგორც დაწესებულმა სანქციებმა ვერ შეაჩერა ჩრდილოეთ კროეა, ასევ სანქციებით ვერ მოხდება ირანის მოქმედების შეზღუდვა.
ისრაელი ირანზე პრევენციული სამხედრო დარტყმების განხორციელებას მოითხოვს. ობამას ადმინისტრაციას კი იმედი აქვს, რომ მოლაპარაკების გზით ირანის ლიდერების დარწმუნებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG