ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა რუს და სირიელ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა


ევროკავშირმა ცხრა რუს და სირიელ ოფიციალურ პირს, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციები დაუწესა. მათ შორის არის „გრუ“-ს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი.

ევროკავშირი ამ პირებს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. მათ ასევე ბრალს სდებს გასულ წელს, ბრიტანეთში, რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში, რომლის დროსაც ნერვული მოქმედების ქიმიური აგენტი "ნოვიჩოკი" "მოიპოვეს, გადაიტანეს და გამოიყენეს."

რუსეთი სკრიპალებზე ნერვული აგენტით თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG