ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი კიევშია და უკრაინას ევროკავშირის "ურყევ მხარდაჭერას" უდასტურებს


EU Foreign Policy Chief Borrell visits Ukraine
EU Foreign Policy Chief Borrell visits Ukraine

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევშია. ჯოზეფ ბორელის თქმით, ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას კიევისადმი ევროკავშირი „ურყევს მხარდაჭერას“.

ბორელის თქმით, შეხვედრებზე განიხილება უკრაინისადმი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის საკითხები. ამასთან, ბლოკში გაწევრიანების გზაზე, კიევის მხრიდან, რეფორმების განხორციელების პროგრესი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევში ეს ბორელის მეოთხე ვიზიტია.

გასულ კვირაში, ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გადახდების დაწყებას მარტში აპირებს. უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ დაახლოებით 4,5 მილიარდ ევროს, ევროკავშირისგან, მომავალ თვეში მიიღებს.

თუმცა, კვლავ გაურკვეველი რჩება უკრაინისადმი აშშ-ს დახმარების ძირითადი პაკეტის ბედი. საკითხი, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ჯერ კიდევ კონგრესში განიხილება.

ამ ფონზე, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საბრძოლო მასალისა და საარტილერიო ჭურვების დეფიციტის რისკის წინაშე დგანან.

უკრაინის დახმარების მომავალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:25 0:00
XS
SM
MD
LG