ევროკავშირმა ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა დაიწუნა და განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, ბლოკი შეეწინააღმდეგება ისრაელის გეგმას, მოახდინოს მეტი პალესტინური მიწის ანექსია.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში შვიდობის გეგმა წარადგინა. „ჩემი ხედვა, ორივე მხარისთვის მომგებიან შესაძლებლობას ქმნის, და ისრაელის უსაფრთხოებისადმი პალესტინის სახელმწიფოებრიობის რისკს აქრობს“, - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ამ გეგმის წარდგენისას.
გეგმა ითვალისწინებს, „დასავლეთ სანაპიროს“ სადავო ტერიტორიის ისრაელისთვის მინიჭებას, იერუსალიმის ისრაელის კონტროლის ქვეშ დატოვებას და პალესტინის მხარეს სთავაზობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს დემილიტარიზაციის და ჰამასის განიარაღების სანაცვლოდ.
ამ გეგმას პალესტინური მხარისგან და არაბული სამყაროსგან პროტესტი მოჰყვა. ბრიუსელმა კი სამშაბათს ის ასევე გააკრიტიკა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 27-წევრიანი ბლოკი მოწადინებულია და ერთგულია პრინციპისა, რომ მიღწეულ იქნას ორი სახელმწიფოს მიდგომაზე დაფუძნებული გამოსავალი რომელიც ისრაელთან ერთად "დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სუვერენულ, და სიცოცხლისუნარიან პალესტინურ სახელმწიფოსაც" იგულისხმებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მხარის შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებს სამომავლოდ პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, ის უარყოფს მათ მინიმალურ მოთხოვნებს და ისრაელს მისი მოთხოვნების უმეტესობას უკმაყოფილებს.
ბორელის თქმით, თუკი ისრაელი, პალესტინური მიწების ანექსიის მიზნით ნაბიჯებს გადადგამს, ეს გამოწვევებისა და პასუხის გარეშე არ ჩაივლის. მისივე განცხადებით, ისეთი საკითხები, როგორიც პალესტინური სახელმწიფოს საზღვრები და იერუსალიმის საბოლოო სტატუსია არა შედეგი, არამედ თავად მშვიდობის დამყარების წინაპირობა უნდა იყოს.
Facebook Forum