მიუხედავად დადებული პირობისა, რომ ამას არ მოითხოვდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მაინც აპირებს პარლამენტს მიმართოს და იმუნიტეტი ითხოვოს.
ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ქვეყანაში საქმეა აღძრული და გამოძიება კორუფციის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, პრემიერი თავს უდანაშაულოდ თვლის და ამბობს, რომ გეგმავს ისრაელს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში უხელმძღვანელოს.
ნეთანიაჰუს თხოვნა პარლამენტისადმი იმ დროს დაემთხვა, როდესაც ქვეყანა უპრეცენდენტო მდგომარეობაში იმყოფება. ისრაელი ერთი წლის განმავლობაში მესამედ გამართავს არჩევნებს. პარლამენტში, კი არ არსებობს სპეციალური კომიტეტი, რომელიც პრემიერისთვის იმუნიტეტის მიცემას კენჭს უყრის.
ნეთანიაჰუს მოთხოვნა ახლა რამდენიმე თვით გადაავადებს ნებისმიერ საგამოძიებო ქმედებას მის წინააღმდეგ.
ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი არაა, ვის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. 2008 წელს ეჰუდ ოლმერტი, ქვეყნის მაშინდელი პრემიერი, სწორედ ამ ბრალდების გამო გადადგა თანამდებობიდან.
Facebook Forum