ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი "ნატოს" მეტ ჩართულობას სთხოვს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში


აშშ-ის პრეზიდენტმა და "ნატოს" გენერალურმა მდივანმა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს როლის შესახებ იმსჯელეს.

სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და იენს სტოლტენბერგს შორის, 8 იანვარს შედგა. ამის შესახებ ინფრომაციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა, გენერალურ მდივანს სთხოვა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მეტად ჩაერთოს." - ნათქვამია "ნატოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ პრეს-რელიზში. ამასთან, ალიანსის ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნატოს შეუძლია რეგიონალურ სტაბილურობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, გაზრდილი როლი ითამაშოს.

იენს სტოლტენბერგთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შესახებ, დონალდ ტრამპმა, გუშინ განაცხადა. ირანის შესახებ თეთრ სახლში გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში, პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში "ნატო" აქტიურად უნდა ჩაერთოს და ამის შესახებ გენერალურ მდივანთან საუბარს გეგმავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG