ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარებმა ბელარუსის ოპოზიცია დააჯილდოვეს


ევროპარლამენტმა ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას ხუთშაბათს ყოველწლიური, ადამიანის უფლებათა ჯილდო გადასცა. ბელარუსში მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და კვლავ აპროტესტებენ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს დასავლეთიც.

"ჩემი გზავნილი თქვენთვის, ძვირფასო ლაურეატებო, არის ის, რომ დარჩეთ ძლიერნი და არ დანებდეთ ამ ბრძოლაში. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ მას შემდეგ, რაც ჯილდოს მიმღებებად "მამაცი ქალები, გამორჩეული პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორები" დაასახელა.

ევროპარლამენტმა სპეციალურ განცხადებაში ათი ოპოზიციონერი დაასახელა, მათ შორის სვიატლანა ციხანოუსკაია, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსეევიჩი.

ათეულობით ათასი მოქალაქე ბოლო კვირების განმავლობაში ბელარუსის ქუჩებში ყოველ უქმეებზე გამოდის და ალექსანდრ ლუკაშენკოს თითქმის 30-წლიან მმართველობას აპროტესტებს.

ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუკაშენკოს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში, ოპონენტების დაკავებაში და დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაში დაანადანაშაულეს. დასავლეთის სახელმწიფოებმა რეჟიმის წევრებს სანქციებიც დაუწესეს.

"სახაროვის სახელობის აზრის თავისუფლების" ჯილდო, ყოველ წელს გაიცემა და 50 000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოსაც მოიცავს. ამავე ჯილდოს მფლობელთა შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიცია, პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი და სხვები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG