ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების „დაუოკებელი რბევა“.
ევროკავშირის საგარეო უწყების მეთაურის, ჟოზეფ ბორელის სპიკერის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია რუსეთის ხელისუფლების მიერ ჟურანლისტების, მედიასაშუალებების, იურიდიული დახმარების ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებაზე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია ორგანიზაცია „გუნდი 29-ის“ საქმე, რომელიც მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ორგანიზაციამ საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, გადაწყვიტა საქმიანობა შეწყვიტოს. ევროკავშირის სპიკერი, ნაბილა მასრალი მომხდარს ხელისუფლებების მხრიდან „ზეწოლას და გაუმართლებელ ბრალდებებს“ უწოდებს.
რუსეთში მიმდინარე ამ მოვლენებს, დასავლეთი სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში განიხილავს.
„რუსეთში რეპრესიული ზომების ერთობლიობა, სამიზნეში იღებს რესპექტაბელურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ინდივიდებს, კიდევ უფრო თრგუნავს განსხვავებულ აზრს, ოპოზიციას, კრიტიკულ ხმას“ - აცხადებს ევროკავშირის სპიკერი.
Facebook Forum