დღეს ევროკავშირის მომლაპარაკებლები შეიკრიბნენ, რათა შეეჯერებინათ ბლოკსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბლოკის დატოვების შესახებ შეთანხმება. კვირას „ბრექსიტის“ შესახებ სამიტი იმართება, რომელმაც ეს შეთანხმება უნდა დაამტკიცოს.
ამჟამად ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი საკითხი გიბრალტარს ეხება. ესპანეთს გიბრალტარის მომავლის შესახებ გარანტიების მიღება სურს. მადრიდი შეთანხმების ტექსტში ცვლილებების შეტანას ითხოვს, რომელიც განსაზღვრავს გიბრალტარის მომავალს, რომელიც დიდ ბრიტანეთს 1713 წელს ჩაბარდა, თუმცა ესპანეთს ჯერაც აქვს მასზე პრეტენზია. ესპანური მხარე ითხოვს, რომ ეს საკითხი ორმხრივ მოლაპარაკებებში გადაწყდეს ლონდონსა და მადრიდს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდი "ბრექსიტის" შესახებ ამ შეთანხმებას ვეტოს დაადებს.
Facebook Forum