ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი თალიბანის აღიარებას არ აპირებს


კვირას თალიბანმა ავღანეთის ელვისებური ხელში ჩაგდება, დედაქალაქ ქაბულში ერთი გასროლის გარეშე შესვლით დაასრულა.

მადრიდში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის ინსტიტუტების ქაბულიდან ევაკუირებულ ავღანელ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ვონ დერ ლეინმა თქვა, რომ გამოვა წინადადებით 57 მილიონი ევროთი გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარება ავღანეთისთვის, რომელიც ევროკომისიამ ამ წლისთვის დაამტკიცა.

მან თქვა, რომ განვითარებისთვის დახმარება მიბმული იქნება ადამიანის უფლებებზე, უმცირესობებისადმი კარგ მოპყრობაზე და ქალების და გოგონების უფლებების პატივისცემაზე.

“ჩვენ შეიძლება გვესმოდეს თალიბანის სიტყვები, მაგრამ მათ შეფასებას პირველ რიგში მათივე საქმეებით და ქმედებებით მოვახდენთ”, თქვა ვონ დერ ლეიენმა პრეს-კონფერენციაზე.

მან თქვა, რომ კომისია მზად არის გამოყოს დაფინანსება ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც ლტოლვილების განსახლებას ეხმარებიან და ამასთან ერთად, აპირებს განსახლების საკითხი მომავალ კვირაში, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე წამოჭრას.

2015 წლის პიკის შემდეგ, როდესაც ევროკავშირში მილიონზე მეტი მიგრანტი მეტწილად სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან შევიდა, ევროკავშირმა თურქეთთან შეთანხმების წყალობით, საკუთარ ტერიტორიაზე შემსვლელ იმიგრანტთა რიცხვი შეკვეცა. თურქეთი ევროკავშირისგან დაფინანსებას იღებს, რათა თავშესაფრის მაძიებლებს საკუთარ ტერიტორიაზე უმასპინძლოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG