ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს


"ფრიად სასწრაფო! ქ. ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!" განცხადება "ფეისბუქის" გვერდზე საქართველოს საელჩომ ისრაელში დაახლოებით ერთი საათის წინ გამოაქვეყნა.

მანამდე კი, დაახლოებით ორი საათით ადრე, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებდა მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ:

"18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით. აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან; განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG