ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი და მსოფლიო დედოფალ ელისაბედს ემშვიდობება


მეფე ჩარლზი, მისი ვაჟები - უილიამ და ჰარი, ასევე სამეფო ოჯახის სხვა წევრები, ლონდონის მდმუმარე ქუჩებში, დედოფალ ესლისაბედს, საბოლოო განსასვენებლისკენ მიაცილებენ.

მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ლონდონის ქუჩებში, ახლა ასობით ათასი ადამიანი იმყოფება და ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივ მონარქს ემშვიდობება. ელისაბედ მეორემ, დედოფლის ტახტზე 70 წელი გაატარა.

ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის დაკრძალვის შემდეგ, ეს ბრიტანეთში პირველი სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიალია. უესტმინსტერის სააბატოში, დედოფლის სასახლის ეტლი, მეფე ჩარლზთან, უილიამთან და ჰარისთან ერთად, საზღვაო ძალების 142 მეზღვაუმა მიაცილა, სადაც წმ. პეტრეს სახელობის ეკლესიაში ბოლო პანაშვდი გაიმართა. ღვთისმსახურების წინ, ზარი 96-ჯერ დაირეკა - წუთში ერთხელ, მისი ცხოვების ყოველი წლის აღსანიშნად.

დაკრძალვის ცერემონიაში 500-მდე ოფიციალური პირი მონაწილეობს. მათ შორის არიან პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, თუ უცხო ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენლები. ლონდონში არიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი. სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში, პრეზიდენტი ბაიდენი, დედოფალ ელისაბედს, „ღირსეულ“ დედოფალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გული სამეფო ოჯახთანაა.

დაკრძალვის წინა საღამოს, მეფე ჩარლზმა დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიო მოსახლეობას, საკუთარი და მისი მეუღლის, დედოფალი კონსორტის სახელით, თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა.

დედოფლის დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას, მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის მონარქის დაკრძალვის მთელი პროცესი ტელევიზიით გადაიცემა.

დღეს საღამოს, დედოფალ ელისაბედსა და მის მეუღლეს, ფილიპს, რომელიც შარშან, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ, სადაც დედოფლის მშობლები და პრინცესა მარგარეტი განისვენებს. დაკრძალვის ცერემონიის ამ ნაწილს, მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

დედოფალი ელისაბედ მეორე შოტლანდიის საზაფხულო რეზიდენციაში, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG