ირანის ბირთვული პროგრამა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზული განხილვის თემაა. რესპუბლიკელების კანდიდატი მიტ რომნი პრეზიდენტ ობამას ირანის მიმართ რბილი დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს. თუმცა, ობამას ადმინისტრაცია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ირანზე დაწესებული სანქციები მკაცრი პოლიტიკის ნაწილია. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, გუიტა არიანი არკვევდა, თუ რა როლი ენიჭება ირანის საკითხს ამერიკის არჩევნებში.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ობამა ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.
„მთავარი პრობლემა ირანთან ის არის, რომ ისინი ადმინისტრაციას არ მიიჩნევენ ძლიერ მეტოქედ. ისინი ხედავენ ჩვენ სისუსტეს, იმ დროს როდესაც მათ უნდა დაინახონ ამერიკის ძალა,“ - აღნიშნა მიტ რომნიმ პრეზიდენტ ობამასთან გამართული ბოლო დებატების დროს.
„ვიდრე მე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის. ეს ნათლად განვაცხადე, როდესაც თანამდებობა დავიკავე. შემდეგ შევქმენი უძლიერესი კოალიცია და დავაწესე ირანის ისტორიაში უმკაცრესი სანქციები, რამაც შეარყია მათი ეკონომიკა. მათი ვალუტა 80 პროცენტით დაეცა. ნავთობის წარმოება დაბალ ნიშნულზე დავარდა. ასე რომ მათი ეკონომიკა ცუდ დღეშია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
თუმცა, მისი მეტოქე დარწმუნებულია, რომ ეს საკმარისი არ არის. „მე მივმართავდი დიპლომატიურ იზოლაციას. ბრალდებას წავუყენებდი აჰმადინეჟადს გენოციდთან დაკავშირებული გამონათქვამების გამო. ასევე მის დიპლომატებს მთელ მსოფლიოში მოექცეოდნენ ისე, როგროც ფარიებს,“ - აღნიშნა, რომნიმ.
ორივე კანდიდატს სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. არი რეიტნერი ეროვნული უსაფრთხოების თემაზე ტრუმენის პროექტის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ორპარტიული და ამის ნათელი მაგალითია ირანისთვის ხელის შეშლა ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
„ადმინისტრაციის ცვლილებისას ამერიკის ეროვნული ინტერესი არ იცვლება. რომნის მიერ ობამას კრიტიკა, ეს არის სიმკაცრის სურვილი,“ - ამბობს რეიტნერი.
ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა და სამხედრო კომპონენტს არ შეიცავს. თუმცა, გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი იოკიო ამანო აცხადებს, რომ სააგენტოს 12 რაიონში ნათელი სურათი ესაჭიროება, ვიდრე ისინი ირანის მოთხოვნას დაამტკიცებენ. თუმცა, ვაშინგტონის ირანული პოლიტიკით უკმაყოფილოა ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
„ეს სანქციები ირანის ეკონომიკას ურტყამს და არა ბირთვულ პროგრამას. ჩვენ ვიცით,რომ ისინი აღწევენ თავიანთ მიზანს,“ - ამბობს ნეთანიაჰუ.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უარყოფენ ნეთანიაჰუს მოთხოვნას, რომელიც ირანისთვის წითელი ხაზის დაწესებას უკავშირდება. ისრაელის პრემიერმა ეს განცხადება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაახმოვანა.
ირანი სამხედრო დარტყმის შემთხვევაში შურისძიებით დაიმუქრა. ამასთანავე, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისრაელს ირანზე დარტყმის შემთხვევაში არ მიატოვებს, თუმცა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალისხმევის ერთგული რჩება.