ეგვიპტის დედაქალაქში პრეზიდენტ მუჰამედ მორსის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები უკვე მე-6 დღეა გრძელდება. ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გასულ კვირას მორსიმ საკუთარ თავს იურიდიული იმუნიტეტი მიანიჭა.
თაჰრირის მოედანზე დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა მჯდომარე აქცია მოაწყო. შარშან სწორედ ამ მოედანზე დაიწყო ეგვიპტის რევოლუცია, რომელსაც მორსის წინამორბედი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობა მოჰყვა.
მასობრივი დემონსტრაციები მუსლიმთა საძმოს ლიდერის, პრეზიდენტ მორსის ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომელიც პრეზიდენტის ხელისუფლებას კანონზე მაღლა აყენებს, ისე რომ ქვეყნის არცერთ უზენაეს ორგანოს მისი გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება არ აქვს. ოპოზიცია და უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლო ძალაუფლების უზურპაციის წინააღმდეგ გამოდიან და აღნიშნული დეკრეტების გაუქმებას ითხოვენ.