ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება


ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ სამ ქალაქში, სადაც ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პორტ საიდში დაკრძალვის პროცესიის დროს მომხდარი დაპირისპირების დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მოსახლეობა იმ 30 ადამიანს კრძალავდა, რომლებიც ერთი დღით ადრე საპროტესტო დემონსტრაციისას მომხდარი შეტაკებისას დაიღუპნენ. დაპირისპირებები ასევე გრძელდება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ეგვიპტის სხვა ქალაქებში.

ეგვიპტის რევოლუციის ორი წლის თავზე, სუეცის არხთან მდებარე ქალაქებში პორტ საიდში, ისმაილიასა და სუეცში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები ყოველდღიურად გრძელდება.

ეგვიპტის ეროვნული ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტმა მორსიმ აღნიშნა, რომ ყველა ზომას ღებულობს იმისთვის, რომ ქვეყანას სისხლისღვრა ააცილოს.
XS
SM
MD
LG