ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ეგვიპტეში


არეულობა ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია

ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, პორტ საიდის ციხესთან მომხდარი შეტაკების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. არეულობა ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ფეხბურთის სტადიონზე მოწყობილი შეტაკების ორგანიზატორებს, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეტაკება სიკვდილმისჯილთა ნათესავებსა და პოლიციას შორის მოხდა იმ სატუსაღოს შესასვლელთან, სადაც ბრალდებულები ჰყავდათ დაკავებული.
შარშან პორტ საიდში 74 ადამიანი დაიღუპა ფეხბურთის სტადიონზე მომხდარი არეულობის დროს. ქაიროს სასამართლომ ამ ძალადობაში მონაწილე 21 პიროვნებას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
სასიკვდილო განაჩენს მხოლოდ ეგვიპტის მუფტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მოიყვანენ სისრულეში.
XS
SM
MD
LG