ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გრძელდება შეტაკებები პოლიციის ძალებსა და დემონტსრანტებს შორის, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ხოსნი მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ.
ქაიროს ქუჩები სამთავრობო ძალებსა და გააფთრებულ ხალხს შორის ბრძოლის არენად გადაიქცა. დემონსტრანტების უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცები არიან, თუმცა გამოსვლებში მონაწილეობას მოხუცები, ქალები და ბავშვებიც იღებენ.
ხალხმა პოლიციას ქვები დაუშინა, პოლიციამ კი დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.