დღეს, ქაიროში ათასობით ეგვიპტელი შეიკრიბა ჰოსნი მუბარაკის რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო ამბოხების დაწყებიდან ერთი წლის აღსანიშნად.
შეკრებილებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეგვიპტეში, ამბოხის შედეგად დაწყებულ ცვლილებებს აღნიშნავდნენ, ისევე როგორც ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეგვიპტის რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა. მომიტინგეები მმართველ სამხედრო საბჭოს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ და სამოქალაქო პირებისგან დაკომპლექტებული მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ.
მუბარაკის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების ეპიცენტრი, სწორედ თაჰრირის მოედანი გახლდათ. საპროტესტო აქციების პირველი დღე 25 იანვარი იყო და ისინი 18 დღე გაგრძელდა. არაერთ სისხლიან შეტაკებას ჰქონდა ადგილი უსაფრთოხების ძალებსა და ქუჩებში გამოსულ ადამიანებს შორის.