ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკვადორი მიწისძრვის შედეგებთან გასამკლავებლად 600 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის აღებას აპირებს


ეკვადორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის აღდგენით სამუშაოებს მილიარდობით დოლარი დასჭირდება. მთავრობის მონაცემებით, სულ მცირე 413 ადამიანია დაღუპული.

რაფაელ კორეამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი პორტოვიეჯო ორშაბათს მოინახუდა. პორტოვიეჯო 7.8 ბალიანი მიწისძრვრის ეპიცენტრი იყო.

მთავრობა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად რამდენიმე საერთაშორისო ოგრანიზაციისგან, მათ შორის მსოფლიო ბანკისგან, 600 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს აიღებს.

შაბათს მომხდარი მიწისძვრა უძლიერესი მიწისძვრაა ბოლო 50 წლის განმავლობაში. შედეგად 2500-მდე ადამიანი დაშავდა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

XS
SM
MD
LG