ექსპერტთა შეფასებით საქართველოში 40 000-მდე პრობლემური ნარკომომხმარებლების მთელი პოლპულაციის 10%-ი არის მანდილოსანი. ქალ-ნარკომომხმარებლებზე ორიენტირებული ზიანის შემცირების სერვისების შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოში” შეხვედრა გაიმართა.
საზოგადოება არის მთავარი გასაღები ქალ ნარკომომხმარებელთა პრობლემატიკის მოგვარებაში, ამბობს ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონის” ხელმძღვანელი ნინო ჯანაშია:
”საზოგადოება არის მთავარი გასაღები ქალ - ნარკომომხმარებელთა პრობლემატიკის მოგვარებაში, შესაბამისად ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის როგორც ქალი-ნარკომომხმარებელი, ასევე საზოგადოება, რომელსაც ძალუძს ქალი-ნარკომომხმარებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მისი დამოკიდებულების შეცვლით. მთავარი მესიჯი ჩვენი გახლავთ ის, რომ პრობლემის უგულვებელყოფა არ არის გამოსავალი, რომ მხარდაჭერით და თანადგომით შესაძლებელია მათი ცხოვრების და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა, მათი ტოლერანტობის გაზრდა, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.”
ნარკომომხმერებელი ქალბატონები ცხოვრობენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი პაატა საბელაშვილი ქალს და მამაკაცს შორის უთანასწორებაზე გვესაუბრება, აღნიშნავს, რომ ნარკომომხმარებელი ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება უფრო ნეგატიურია, ვიდრე ნარკომომხმარებელი მამაკაცისადმი:
”ჯერ ერთი რეგიონში ქალის მდგომარეობა არის უპირველეს ყოვლისა გასათავლისწინებელი. მეორეც, როდესაც ხარ უკვე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანი, ეს ძალიან დიდი სტიგმაა საზოგადოების მხრიდან. მითუმეტეს, როცა ხარ ქალი-მომხმარებელი არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან მოდის ეს სტიგმა, არამედ მამაკაც-მომხმარებლებისგანაც - ” ქალი ნარკომომხმარებელი საერთოდ ადამიანი არ არის”, ხომ?! ანალოგიურად, თუ ქალებს აქვთ ერთმანეთის მიმართ გარკვეული სოლიდარობის განცდა, ეს არ აქვთ სწორედ ამ ქალების მიმართ. იმიტომ რომ ისენი ქალები არ არიან.
მოკლედ ყველ მხრიდან ეს ქალები არიან მოქცეულნი ასეთ მდგომარეობაში.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას ნარკოტიკულ საშუალებაზე, საქართველოში ზოგადად დაიკლო ხელმისაწვდომობა, ანუ ფასი გაიზარდა, მოპოვება გართულდა, მაგრამ ამან გამოიწვია სააფთიაქო ნარკომანიის ზრდა, რომელიც ძალიან იაფია დღეისათვის კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება , მაგრამ ზიანი შესაბამისად ამ ნარკოტიკების მიღებიდან არის გაცილებით მაღალი. შესაბამისად, როდესაც ხარ წამალზე დამოკიდებული.. შევადაროთ საკვების მიღების პროცესს. რაც უნდა ძვირი იყოს საკვები, ადამიანი მოიმართება იმაზე, რომ რამენაირად ეს საკვები მოიპოვოს. იგივეა ნარკოტიკების შემთხვევაშიც, როცა ორგანიზმი ამას სთხოვს, ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რომ ის მოიპოვოს, და რაც უფრო რთულია ამის მოპოვება, მით უფრო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ადამიანებს უწევთ რადიკალურად ასოციალური ქცევის დამკვიდრება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუჩნდეს ამ წამალს. ის წამალს ყველა შემთხვევაში იშოვის, მაგრამ ამის თანმდევი პროცედურები კრიმინალი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა რამე, გაცილებით ამძიმებს მათ ბედს.”
მკაცრი ნარკოპოლიტიკა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ მათ ჩაკეტილობას განაპირობებს. ისინი არ მონაწილეობენ პროფილაქტიკურ პროგრამებში, არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. ქალი-ნარკომამხმარებელი სრულიად დაუცველია სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ამბობს კავშირის ”ნაბიჯი მომავლისკენ” ხელმძღვანელი ქეთი ბიძინაშვილი:
”მათი უმეტესობა არის ჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს ისევე, როგორც ცხოვრობს ყველა. მათი უმეტესობა განქორწინებულია ან ცხოვრობს პარტნიორთან, ან არის მარტოხელა. ასეთი სტატუსი აქვთ. უმეტესობა დედები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კვლევაში ვინც მოხვდა, ყველა დედა იყო. ერთდაერთი ქალბატონი იყო, ვისაც შვილი არ ყავდა 60 ქალბატონიდან.
ამ ქალების ასაკი არის 25 წლიდან - 55 წლამდე. საქართველოში გვიან იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას, განსხვავებით სხვა ქვეყნებიდან, სადაც 15-16 წლის ასაკში იწყებენ. ჩვენთან ამ ასაკში უფრო ეწევიან სიგარეტს, მარიხუანას. ხშირად ემთხვევა გათხოვება ან პირველი სქესობრივი კონტაქტი ნარკოტიკების მოხმარებას. შეხვედრაზეც აღვნიშნე, ხშირად არის, რომ მამაკაცი პარტნიორის ზეგავლენით იწყებენ ხოლმე ნარკოტიკების მოხმარებას. ნარკომომხმარებელი ქალების აბსოლუტური უმრავლესობა არის უმუშევარი ან დაკავებულია წვრილმანი ვაჭრობით. ან სახლებს ალაგებენ, ან .. უმეტესობა ცხოვრობს პარტნიორის ხარჯზე, ან მშობლების ხარჯზე.”