ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის ინფორმაციას პარიზში შეისწავლიან


კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკოს-ფილიპე შამპეინი ამბობს, რომ ირანის მხარის მიერ ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავიდან ამოღებული მონაცემები ახლა პარიზში ინახება. პარიზში მონაცემებს საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გამოძიების სამსახური შეამოწმებს.

მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ კანადის ტრანსპორტირების უსაფრთხობების საბჭოს წარმომადგენლები გამოძიებაში ჩართულნი იქნებიან.


ჩამოგდებული თვითმფრინავების მგზავრების უმეტესობა - 176 ადამიანი კანადის მოქალაქე და მცხოვრები იყო და ისინი კანადაში მიემგზავრებოდნენ.

ირანი აცხადებს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი თეირანიდან აფრენიდან მალევე "ადამიანის შეცდომის" შედეგად, შემთხვევით ჩამოაგდეს, რადგან ის მათკენ მომართული რაკეტა ეგონათ. ეს შემთხვევა ამერიკასა და ირანს შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში მოხდა. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა, ირანმა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე რაკეტებით თავდასხმა განახორციელა.

კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ. შავი ყუთის ბედი კი ხანგრძლივი მოლაპარაკებების საგანი იყო. თვითმფრინავი ამერიკული წარმოების "ბოინგი" იყო. ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გამო შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ქვეყნისთვის იმ ნაწილების გადაცემაზე, რომელთა საშუალებითაც თვითმფრინავის კონკრეტული მონაცემების და ინფორმაციის აღდგენა იყო შესაძლებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG