შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაისში NATO-ს ლიდერების შეხვედრას დაესწრება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან კვირას გამართულ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს.
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი სტოლტენბერგთან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თემასაც შეეხო. კერძოდ, „უკრაინის საზღვარზე კონფლიქტის მშვიდობიანი რეზოლუციის შესაძლებლობას“. დისკუსია ძირითადად გაიმართა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს NATO-ს წევრი მოკავშირეების ფინანსური ვალდებულებების შესრულება.