ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ნომინაციის მოპოვების გარანტია მიიღო


დონალდ ტრამპს ნომინაციისთვის აუცილებელი დელეგატების საკმაო რაოდენობის მოპოვების გარანტია უკვე აქვს. რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს სულ 1 237 დეპუტატის ხმა სჭირდება. პარტიის ბირთვის სურვილის მიუხედავად, ის რესპუბლიკური პარტიის წამყვანი სახე ხდება.

ტრამპის ენერგიულმა და თავშეუკავებელმა მანერამ პრაიმერებზე მას დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა. მილიარდერმა უძრავი ქონების მაგნატმა მხარდამჭერთა რეკორდული რაოდენობა მოაგროვა. თუმცა, იმავე პიროვნულმა თვისებებმა, რამაც მას რიგით ამერიკელებში პოპულარობა მოუტანა, ის პარტიის ელიტას კიდევ უფრო დააცილა და მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა.

XS
SM
MD
LG