დემოკრატიული პარტია შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პარტიის ყრილობა, სადაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატატად უნდა დაასახელონ, ვირტუალურად გაიმართება.
დემოკრატების ეროვნული წესებისა და წესდების კომიტეტი შეთანხმდა, რომ პარტიის ყრილობის ორგანიზატორებს, ღონისძიების დაგეგმვისთვის დამატებითი თავისუფლება მისცენ. ღონისძიება 17 აგვისტოს, ვისკონსინშია დაგეგმილი.
როგორც წესი, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას, დაახლოებით 50 000 ადამიანი ესწრება. მათ შორის 5 000 დელეგატია, მედიის წარმომადგენელთა რაოდენობა კი 20 000-ს აღწევს.
პარტიის ლიდერი ტომ პერეზი აცხადებს, რომ პარტიის წესდების კომიტეტთან შეთანხმებით, უნდა მოინახოს გზა იმისთვის, რომ დელეგატებმა ხმის მიცემა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის გარეშე შეძლონ.
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, ამ დროის მონაცემებით, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ გეგმავს ტრადიციული ყრილობის ჩრდილოეთ კაროლინაში გამართვას.
Facebook Forum