დემოკრატიული პარტიის კომიტეტი პარასკევს შეიკრიბება, რათა განიხილოს ონლაინ, ვირტუალური ხმის მიცემის პროცესი, მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დასასახელებლად, 5 ნოემბრის არჩევნების წინ.
ეს იმ ფონზე, როცა ბაიდენი კვლავ განიხილავს დატოვოს თუ არა არჩევნები.
ვირტუალური კენჭისყრა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ყრილობის წინ ჩატარდება. ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში უნდა გაიმართოს და პარტიამ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს. გაურკვეველია, როგორ წარიმართება კანდიდატურის წარდგენის პროცესი, თუ ბაიდენი არჩევნებს დატოვებს.
პარტია გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
მოსალოდნელია, რომ პარასკევის შეხვედრა აჩვენებს თუ რა გეგმები აქვს პარტიას და გამოავლენს პროცედურას ონლაინ ხმის მიცემისთვის.
”პარასკევს ჩვენ შემოგთავაზებთ ჩარჩოს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ სვლა”, - ნათქვამია დემოკრატების ეროვნული კომიტეტის წერილში. "მომავალ კვირას ჩვენ გავმართავთ მეორე შეხვედრას, რათა განვიხილოთ და დავაწესოთ კონკრეტული პროცედურები”, - აცხადებენ ისინი.
გავრცელებული ინფორმაციით, 1 აგვისტომდე ვირტუალური კენჭისყრა არ ჩატარდება.
ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" წყაროების ინფორმაციით, ბაიდენი კვლავ განიხილავს მისი კანდიდატურის მოხსნას. 81 წლის ბაიდენზე მზარდი ზეწოლაა თავისი პარტიის ლიდერების მხრიდან, რომ დათმოს თავისი პოზიცია, 27 ივნისს ტრამპის წინააღმდეგ ცუდად ჩატარებული დებატების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ის კვირები დაჟინებით აცხადებდა, რომ რჩებოდა საარჩევნო რბოლაში, ბაიდენი ახლა სერიოზულად განიხილავს ამ მოწოდებებს და ბევრი დემოკრატი ლიდერი ფიქრობს, რომ მის მიერ რბოლიდან გასვლა დროის საკითხია, ამბობენ წყაროები.
Facebook Forum