ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტს დემოკრატი კანონმდებლები ფედერალურ სასამართლოში უჩივიან


დემოკრატები პრეზიდენტს კონსტიტუციის იმ მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც ნებისმიერ საჯარო მოხელეს უცხო ქვეყნებიდან კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე შემოსავლის მიღებას უკრძალავს.

ოთხშაბათს გასაჯაროებულ საჩივარს ხელს წარმომადგენელთა პალატის და სენატის 190-ზე მეტი დემოკრატი კანონმდებელი აწერს. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა.

სანამ ოვალურ კაბინეტს დაიკავებდა, ტრამპი უძრავი ქონების დეველოპერი იყო, ფლობდა რამდენიმე სასტუმროსა და სხვა უძრავ ქონებას მსოფლიოს გარშემო. გაპრეზიდენტების შემდეგ ბიზნესის მართვა მან თავის ორ ვაჟიშვილს დონალდ უმცროსსა და ერიკ ტრამპებს გადასცა, მაგრამ შეინარჩუნა კომპანიის მფლობელობა, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს.

ეს უკვე მეორე საჩივარია, რომელიც პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ მისი ბიზნეს ინტერესების თაობაზე შედგა. რამდენიმე დღის წინ კი მას სასამართლოში ვაშინგტონისა და მერილენდის შტატების გენერალურმა პროკურორებმა უჩივლეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი თავის სტატუსს გასამდიდრებლად იყენებს.

არაკომერციული პოლიტიკური ეთნიკური ჯგუფები კი რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელ კომპანიებთან ერთად პრეზიდენტს იმაში სდებენ ბრალს, რომ მისი სტატუსი დანარჩენებს არაკონკურენტუნარიან გარემოში ყოფნას აიძულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG