ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელტა ვარიანტი ორსული ქალებისთვის რისკებს ზრდის


კოვიდ19-ის პირველ ვარიანტებთან შედარებით დელტა ვარიანტი არავაქცინირებული ორსული ქალებისთვის უფრო საშიშია. ამას მოწმობს კველვა, რომელიც 2020 წლის მაისიდან 2021 წლის 4 სექტემბრამდე ჩატარდა და რომელშიც 1 515 ორსული ქალი იყო ჩართული. საერთო ჯამში 82 ქალს, რომელთაგან 81 არ იყო ვაქცინირებული კოვიდ19 რთულ ფორმებში განუვითარდათ.

2021 წლის პირველ თვეებამდე, ორსულ ქალებს შორის მძიმე ან კრიტიკული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში დელტა ვარიანტი გამოჩნდა, ზაფხულის ბოლოსთვის ორსული პაციენტების წილი, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდნენ 10%-დან 15 პროცენტამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი Obstetrics and Gynecology ავრცელებს.

ტეხასის სამხრეთ-დასავლეთ სამედიცინო ცენტრის განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„ორსული ქალები უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან ნებისმიერი სახის მძიმე რესპირატორული ინფექციით გამოწვეული გართვულებების გამო, ამიტომ ეს კვლევები სადაც ნათქვამია, რომ დელტა ვარიანტი უფრო მაღალი რისკის მატარებელია ორსულებისთვის ცხადყოფს ვაქცინაციის აუცილებლობას“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG