ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლოვდება ინდოეთის პრემიერის ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში


ნარენდრა მოდი
ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი ამ კვირაში შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამართავს. ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც ისტორიული ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ისე თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავების და მაღალი ტექნოლოგიების გაზიარების კუთხით.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტი ინდოეთს მისცემს წვდომას კრიტიკულ ამერიკულ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ვაშინგტონი იშვიათად უზიარებს არამოკავშირეებს. ეს აძლიერებს ახალ კავშირს, რომელიც ემყარება არა მხოლოდ გლობალურ გამოწვევებს, არამედ ბიზნესსა და ეკონომიკას.

ვაშინგტონი და დელი, რომელთა ურთიერთობა ცივი ომის დროს ორმხრივი უნდობლობით გამოირჩეოდა, უკვე ორ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ თანამშრომლობენ.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, გააფართოოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. შეერთებული შტატები ინდოეთს სასიცოცხლო პარტნიორად ხედავს მის მცდელობებში, იბძოლოს ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ რეგიონში და გააძლიეროს უსაფრთხოება ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.

ვაშინგტონს სურს ინდოეთი დისტანცირდეს მისი ტრადიციული თავდაცვის პარტნიორი რუსეთისგან. დელი აგრძელებს თანამშრომლობას მოსკოვთან და მან გაზარდა იაფი რუსული ნავთობის შესყიდვა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც დასავლეთის იმედგაცრუებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ მოდის რამდენიმე წინა ვიზიტი ჰქონდა შეერთებულ შტატებში, ეს იქნება მისი პირველი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი სრული დიპლომატიური სტატუსით.

„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი“, - განუცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვინაი კვატრამ ორშაბათს ჟურნალისტებს.

კვატრას თქმით, მთავარი საკითხი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაა. ინდოეთი ცდილობს მეტი იარაღისა და აღჭურვილობის წარმოებას ქვეყნის შიგნით, მისი თავდაცვისთვის და ასევე ექსპორტისთვის.

სამდღიანი ვიზიტის დროს, რომელიც ნიუ-იორკში 21 ივნისს დაიწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოდის სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლებს და შემდეგ ოჯახური ვახშმით გაუმასპინძლდება. ის საუზმეზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც შეხვდება. მოდი სიტყვით მიმართავს კონგრესის ერთობლივი სესიას, ცხრა წლის განმავლობაში უკვე მეორედ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG