ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$350 მილიონი სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე - სავალუტო ფონდის დახმარება მიანმარს


გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიანმარის მთავრობას $350 მილიონი ნაღდი ფული გაუგზავნა. ამ თანხის ნაწილი, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში უნდ დახმარებოდა.

დახმარების გაგზავნიდან რამდენიმე დღეში, ქვეყანაში გადატრიალების გზით, ძალაუფლება სამხედრო ლიდერებმა აიღეს. დააპატიმრეს არჩეული ლიდერი, აუნგ სან სუ ჩი და სხვა არჩეული თანამდებობის პირები. სამაშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო დეპაეპრტამენტმა, მიანმარში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა.

როგორც ჩანს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ცოტა რამ შეუძლია გააკეთოს გაწეული ფულადი დახმარების უკან დასაბრუნებლად. მაგალითად, კოვიდ-19-თან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა, მიანმარის მთავრობას თითქმის უპირობოდ გადაეცა, დახმარება კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭომ 13 იანვარს დაამტკიცა.

„მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ყურადღებით ვადევნებთ. ღრმად შეშფოთებულნი ვართ განვითარებული მოვლენების გავლენაზე, როგორც ეკონომიკაზე, ასევე მიანმარის მოსახლეობაზე“ - განუცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერმა, სააგენტო „როიტერს“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს სანქციების კანონებს და მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ „სათანადო მოქმედების“ კურსს შეიმუშავებს.

„თითქმის ათი წელია, ბირმელი ხალხი თანმიმდევრულად მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები, სამოქალაქო მმართველობა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დააწესოს,“ თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკამ მიანმარს, რომელიც 1989 წლამდე ბირმის სახელით იყო ცნობილი, დემოკრატიული პროცესების დაწყების შემდეგ სანქციები მოუხსნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG