ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავოსში ყოველწლიური ფორუმისთვის ემზადებიან


მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის ირანის პრეზიდენტიც დაესწრება

შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად 2500-ზე მეტ ბიზნესმენს, ხელისუფლების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებების ლიდერებს ელოდებიან. ეკონომიკური ფორუმი რომელიც 22 იანვარს გაიხსნება და 25-ში დაიხურება, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს და ახალ გამოწვევებს მიეძღნება.

გასული წლების მსგავსად, სიკაშკაშე და მიმზიდველობა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს არც ახლა მოაკლდება. გამკაცრდება უსაფრთხოების ზომებიც, რათა შვეიცარიის ალპურ ზონაში მდებარე პატარა ქალაქში მყოფი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ფიგურების უსაფრთხოება იქნას დაცული.

ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებას მსოფლიოს 40 სახელმწიფოს ლიდერი გეგმავს, მათ შორის არიან ავსტრალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ბრაზილიის, მექსიკის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები.

2004 წლის შემდეგ პირველად დავოსში ირანის პრეზდენტიც ჩადის. ფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ჰასან როჰანი თავის გამოსვლაში ირანის მნიშვნელობაზე მსოფლიოში და სხვადასხვა სახელმწიფოებთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებს.

წამყვანი და ცნობილი ფიგურების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. ბევრი მათგანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში მთავარ თემაზე „ მსოფლიოს გარდაქმნა და მისი გამოძახილი საზოგადოებაში, პოლიტიკაში და ბიზნესში“.

ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კლაუს შვაბი ამბობს, რომ დღეისთვის წამყვან ეკონომიკურ ფიგურებს მოსთხოვენ რომ სცადონ ახსნან მსოფლიოში არსებული სირთულეების მიზეზი. ისაუბრონ მსოფლიოში არსებულ ცხელ წერტილებზე, მაგალითად სიტუაციაზე ახლო აღმოსავლეთში. მათ ასევე სთხოვენ ისაუბრონ ფუნდამენტურ განვითარებად საკითხებზე, მათ შორის ციფრულ და ტექნოლოგიურ სფეროში, სამუშაო ადგილების შექმნაზე და კლიმატურ ცვლილებებზე.

„ჩვენ გვსურს ამ მიმართულებით დავოსში წელს გადატვირთვა მოვახდინოთ. მსოფლიო ისევ იმყოფება კრიზისულ მდგომარეობაში და დაგვავიწყდა, რომ შეგვიძლია სიტუაცია ვმართოთ და ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენების მოგვარება დავიწყოთ. მომავალს ბევრად კონსტრუქციულად უნდა შევხედოთ, უფრო მეტად სტრატეგიული გზით,“ აცხადებს შვაბი.

ბევრ სხვა საკითხთან ერთად ფორუმის დღის წესრიგში დაგეგმილია სესიის გამართვა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით და 2015 წლის შემდგომი მიზნების დასახვა, ჯანდაცვის საკითხების მომავალი და ახალგაზრდა თაობის დასაქმების პრობლემა. ფორუმზე ასევე წამყვანი ეკონომიკური განვითარების ქვეყნების, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის და მექსიკის პერსპექტივაზეც იმსჯელებენ. განხილვის თემა იქნება ასევე სამხრეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური მომავალი.

გასული წლებისგან განსხვავებით წელს, დავოსში დიდი დრო დაეთმობა აფრიკის საკითხს. კონტინენტიდან დაახლოებით 40 უმაღლეს სახელმწიფო პირს, მათ შორის ცხრა მეთაურის, დასწრებას მოელიან. მათ შორის იქნებიან ტანზანიის, რუანდას, ნიგერიის, განას და ლიბერიის რესპუბლიკის პრეზიდენტები.

გავრცელებული პრაქტიკის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორი აფრიკიდან, ელსი კანზა, ამბობს რომ ამ ფორუმზე აფრიკის საკითხს ფორმალური სესია არ მიეძღვნება. ამერიკის ხმასთან საუბარში ის აცხადებს, რომ აფრიკის საკითხები სხვა კულუარულ შეხვედრებზე იქნება განხილული, ან სხვა საერთო დისკუსიის დროს.

მისი განცხადებით, ის რაც მნიშვნელოვანია აფრიკული საზოგადოებისთვის და რასაც ამ წელს ყურადღებას დაუთმობენ, არის ის რომ აფრიკა დაიღალა მარტო ყოფნით საკუთარ პრობლემებთან ერთად. აფრიკის მოსახლეობა და ლიდერები აცხადებენ, რომ აფრიკა მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილია და დავოსი ნამდვილად წარმოადგენს პლატფორმას თავისი მასშტაბებით. მათ სურთ, რომ გაითვალისწინონ აფრიკის ხმაც გლობალური საკითხების გადაწყვეტის დროს.

კანზა ამბობს, რომ აფრიკის ლიდერებს არ სურთ, რომ აფრიკის პრობლემები იზოლირებულად იყოს განხილული. ის ამბობს, რომ მათი სურვილია სხვა წარმოდგენილ სახელმწიფოებთან ერთად აფრიკაც თანაბარ მდგომარეობაში იქნას წარმოჩენილი. მათ სურთ რომ დავოსი უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული მსოფლიოში აფრიკის მნიშვნელობაზე, ვიდრე კონტინენტის მასშტაბით
XS
SM
MD
LG