ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარული ბანკები თანამშრომლობისთვის მზად არიან


ქვეყნის ათამდე ბანკი საშუალებას მისცემს ამერიკელ გამომძიებლებს კლიენტების ინფორმაცია გააზიარონ

ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული გაზეთი იუწყება, რომ შვეიცარიული ბანკები მზად არიან ამერიკის მთავრობას კლიენტების ფინანსური ინფორმაცია გადასცენ გადასახადების არიდების ფაქტების გამოსავლენად დაწყებული გამოძიებისთვის.

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ აცხადებს, რომ შვეიცარიის მინისტრთა კაბინეტმა პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც ქვეყნის ათამდე ბანკს საშუალებას მისცემს ამერიკელ გამომძიებლებს გაუგზავნონ კლიენტების ინფორმაცია, რომელიც ვაშინგტონს იმ კომპანიების გამოვლენაში დაეხმარება, რომლებიც ამერიკის გადასახადების თავიდან აცილების მიზნით ფინანსურ ოპერაციებს საზღვარგარეთ აწარმოებენ. თუმცა, გაზეთი იმასაც აცხადებს, რომ ანგარიშებთან დაკავშირებული ინდივიდუალური პირების ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩება.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ბანკები იმ თანამშრომლების ვინაობას გაანდობენ გამომძიებლებს, რომლებიც ამერიკელებს გადასახადების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ.

შვეიცარიული ბანკების მხრიდან კლიენტების ინფორმაციის გაცემა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. ისინი ამ ნაბიჯს შვეიცარიის მთავრობის მხრიდან მათ წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გატარების თავიდან ასაცილებლად დგამენ.
XS
SM
MD
LG