ვაშინგტონი —
2008 წლის აგვისტოს ომის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან 5 წელი გავიდა. შეთანხმების შესრულების შეფასება კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტში მშვიდობის პროგრამის დირექტორს, დევიდ ფილიპს ვთხოვეთ.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ცეცხლის შეწყვეტის შესრულების დღევადელ ეტაპს, ფილიპსი გვპასუხობს:
დევიდ ფილიპსი: 2008 წლის ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებამ წარმატებით დაასრულა შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობა საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა არ მოუტანია ურთიერთობების დაახლოება და მშვიდობა რეგიონში.
რუსეთი არ არის თანახმა აჩვენოს შერიგების ნიშნები და გააუმჯობესოს ურთიერთობები საქართველოსთან. საქართველომ, თავის მხრივ, გადადგა ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად: ხელი მოაწერა ძალის გამოუყენებლობის რეზოლუციას, მოხსნა ოპოზიცია რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სასარგებლოდ, გააუქმა შეზღუდვები ვიზაზე, და აქვს გეგმები ითანამშრომლოს მოსკოვთან სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს. მოსკოვი, ამის პარალელურად აგრძელებს კონფრონტაციის, გახლეჩისა და სეპარატიზმის მხარდამჭერ პოლიტიკას.
მკვლევარი ფიქრობს, რომ მავთულხლართების პრობლემა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ეწინააღმდეგება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. უფრო მეტიც, ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
დევიდ ფილიპსი: რუსეთის აღნიშნული მოქმედებები, რომლებიც სამხედრო ინფრასტრუქტურის მობილიზაციას ემატება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უფრო დიდი შეშფოთების მიზეზია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ქვეყანა მოკლე ვადით როდი ახორციელებს მათ, არამედ იქ გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩენას ლამობს.
ფილიპსი აქ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებსაც ეხმაურება, რომელთა თქმით, რუსეთის ხელისუფლება საქმის კურსში არ არის თუ რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. "ეს სასაცილოა"-ამბობს ის. "ეს არის მიზანმიმართული და სისტემატური მცდელობა რუსეთის მხრიდან, რათა ქართული ტერიტორია შთანქას და იქ რუსული მმართველობა გაავრცელოს."
კითხვაზე, თუ როგორ გამოეხმაურება ის საქართველოს პრემიერის მოწოდებას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწების თოაბაზე, ფილიპსი ამბობს, რომ ეს განცხადება და ძალისხმევა დაგვიანებუილია, თუმცა დინამიკას მთლიანად ცვლის
დევიდ ფილიპსი: პირდაპირი ჩართულობის და მოლაპარაკებების იდეა უნდა გახდეს ნაწილი უფრო ვრცელი სტრატეგიისა, რათა განსაკუთრებით აფხაზური მხარის დაინტერესება მოხდეს, რომ გამოვიდეს ის რუსული ჰეგემონიიდან.
თუმცა ეს პროცესი ადრე უნდა დაწყებულიყო. რაც უფრო მალე მოხდება ხალხთა შორის პირდაპირი კონტაქტი, დაიწყება ვაჭრობა, მოგზაურობა არამარტო ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ აფხაზები შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტად დაიწყებენ მიმოსვლას, ეს დიალოგსა და პოლიტიკური პრობლემის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. ქართველი პრემიერის მოწოდებებს უნდა გამოეხმაურონ დაინტერესებული მხარეები.
და ბოლოს, დევიდ ფილიპსი ჟენევის მოლაპარაკებებსაც ეხება და ამბობს, რომ ეს არის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესი, რომელიც მხარეებს ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების პრობლემებზე ლაპარაკის საშუალებას აძლევს.