ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრიდი: ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო


„ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო. მე მინდა ფრთხილი ვიყო იმაში, თუ რას ვგულისხმობ სიტყვაში ძლიერი. სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები,”-საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა, თბილისში ყოფნის დროს.

"ძლიერი ინსტიტუტების გარეშე სახელმწიფო არის მხოლოდ ლიდერის ნების გამომხატველი” - აღნიშნავს დენიელ ფრიდი. მან ასევე თქვა, რომ ადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით ის, რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG