კვიპროსის პრეზიდენტი მომავალში „რთული დღეების“ შესახებ გაფრთხილებას აკეთებს. ქვეყანა მალე შეუდგება საერთაშორისო კრედიტორების მიერ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.
დღეს, პრეზიდენტმა ნიქოს ანასტასიადესმა განაცხადა, რომ კვიპროსელებმა კოლექტიური, თანმიმიდევრული ძალისხმევა უნდა გაიღონ რათა ეკონომიკის ზრდა დაჩქარდეს. დღემდე, კვიპროსის ეკონომიკა უცხოელი მდიდარი ინვესტორებისთვის საგადასახადო თავშესაფრისა და ოფშორული საბანკო ცენტრის როლს ასრულებდა.
„ეჭვგარეშეა რომ რთული დღეები გველის და კვიპროსელებს გაერთიანებული ძალისხმევა, და ამასთან აუცილებელი თანმიმდევრულობა გვმართებს ფისკალური დისციპლინის გამოსამუშავებლად“ - თქვა პრეზიდენტმა .
პრეზიდენტმა განცხადებები ახალი ფინანსთა მინისტრის ჰარის გეორგიადესის დამტკიცებისას გააჟღერა.