ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის ფინანსთა მინისტრი გადადგა


რისკთან დაკავშირებულმა ინვესტიციებმა ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა

კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიქალის სარისი თანამდებობიდან გადადგა, რადგან სასამართლო იკვლევს საქმეს,რომელიც ფინანსურ კრიზისში მის როლს გამოავლენს. ფინანსურმა კრიზისმა ევროზონის ქვეყანა გაკოტრებამდე მიიყვანა.

სარისმა გადაგომის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იმ მიზნით გადადგა, რათა მთავრობის მიერ დანიშნულ სამკაციან საბჭოსთან ითანამშრომლოს.

ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოსვლამდე მიქალის სარისი კვიპროსის სიდიდით მეორე ბანკის თამჯდომარე იყო. იმ დროინდელმა რისკთან დაკავშირებულმა ინვესტიციებმა ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა, რის გამოც მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდამ ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, კვიპროსს მასტიმულირებელი პაკეტი მისცა.
XS
SM
MD
LG