კვიპროსის პრეზიდენტის განცხადებით, არავის, მისი ოჯახის წევრების ჩათვლით, არ ექნება იმუნიტეტი იმ დანაშაულებათა გამოძიებაში, რომელმაც ქვეყანა ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა. ნიკოს ანასტასიადესის ინიციატივით შექმნილი კომისია მუშაობას ამ კვირაშივე დაიწყებს. ის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირების კორუფციის ბრალდებებთან ერთად გამოიძიებს 3 მოსამართლესთან დაკავშირებით მედიაში აგორებულ სკანდალს და საქმეებს, რომლებშიც „კვიპროსის ბანკმა“, „ლაიკიმ“ და „ელენიკ ბანკმა“ კრიზისის პერიოდში მოვალეებს კრედიტები ჩამოაწერეს.
ევროკავშირისგან 13-მილიარდიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტის მიღების პირობების გათვალისწინებით, კვიპროსის 2 უდიდესი ბანკის მეანაბრეები დანაზოგის დაახლოებით 60 პროცენტს დაკარგავენ. ანგარიშებზე, რომლებიც 130 ათას დოლარზე მეტ თანხას მოიცავს, დეპოზიტების 40 პროცენტი საბანკო აქციებად გადაიქცევა, დანარჩენი კი გაიყინება და რაიმე სხვა სახის კაპიტალდაბანდების ფორმას მიიღებს.