კვიპროსის საბანკო სექტორში სკანდალი გრძელდება. ქვეყნის ოფიციალურ პირთა განცხადებით, კვიპროსის უდიდესი ბანკების მეანაბრეებმა შესაძლოა მათი დანაზოგის დაახლოებით 60 % დაკარგონ. საუბარია ანგარიშებზე, რომელზეც ამჟამად 128 ათას დოლარზე მეტი თანხა დევს.
მეანაბრეთა შენატანის 40 პროცენტი მათი ნებართვის გარეშე საბანკო აქციებად გადაიქცევა, დანარჩენი კი გაიყინება და რაიმე სხვა სახის კაპიტალდაბანდების ფორმას მიიღებს, რომელიც მფლობელს პირვანდელი სახით აღარასოდეს დაუბრუნდება. ოფიციალური პირების განმარტებით, ეს ევროკავშირისგან 13-მილიარდიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტის მიღების პირობის შემადგენელი ნაწილია, რომლის შედეგადაც კვიპროსი სრულ გაკოტრებას გადაურჩა.