ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის მედია უკრაინაში ომს რუსული ვერსიით აშუქებს


როდესაც უკრაინის ომის გავლენის გაშუქებისას ბრენტ რენო მოკლეს, კუბის სახელმწიფო მედიამ ამერიკელი ფოტოჟურნალისტი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს აგენტად დაახასიათა.

ახალი ამბების სახელმწიფო ვებ-გვერდმა „Cubadebate”, ამბის წყაროდ ირანული მედია საშუალება დაასახელა, რომელმაც ეს ამბავი 13 მარტს გამოაქვეყნა, მაგრამ ირანული წყაროს დასახელება არ დაუზუსტებია.

რენო- წარმატებული ფოტოჟურნალისტი - უკრაინაში “Time Studios” მიერ იყო მივლინებული და როდესაც მოკლეს, ის ლტოლვილების შესახებ დოკუმენტურ მასალაზე მუშაობდა. ფაქტების შემმოწმებლებმა გამოავლინეს, რომ განცხადებები, თითქოს ის დაზვერვის სამსახურის აგენტია, სიცრუე იყო.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამბობენ, ჟურნალისტების დაზვერვის სააგენტოსთან დაკავშირების მცდელობები აჩვენებს, რომ ჰავანამ უკრაინის მოვლენების აღწერის რუსული ვერსია გაიზიარა.

სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი მედია ასევე ცდილობს, უკრაინაში შეჭრის შესახებ დასავლეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობაზე ეჭვები გააჩინოს.

მოვლენების აღწერის რუსული ვერსია, მთელ ლათინურ ამერიკაში სოციალური მედიის და „RT en Espanol“, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ესპანურენოვანი სამსახურით ვრცელდება.

დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კუბის ოფიციალური მედია ცდილობს უკრაინაში მიმდინარე კონფლქტი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს და არ ახსენებს, რომ ქვეყანაში შეჭრა მოხდა. რა თქმა უნდა, არაფერს ამბობს გენოციდზე, რომელიც უკრაინაში ხდება.

კუბის სახელმწიფო მედია მოქმედებს იმ ოფიციალური დირექტივების მიხედვით, რომელიც მოსკოვმა რუსულ მედიას მისცა, სადაც კრემლის ინსტრუქციებიდან გადახვევით ომის გაშუქებისთვის, ჟურნალისტებს 15 წლამდე ციხე ემუქრება.

XS
SM
MD
LG