ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"იუთუბი" ევროპაში "რაშა თუდეის" და "სპუტნიკის" არხებს ბლოკავს


კომპანია „იუთუბმა“, რომელსაც „გუგლი“ მართავს, განაცხადა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსულ სახელმწიფო მედია საშუალებებს „რაშა თუდეი“ (RT) და „სპუტნიკს“ მთელ ევროპაში დაუყოვნებლად ბლოკავს.

„ჩვენს სისტემებს, სრულად გასაშვებად დრო დასჭირდება. ჩვენი გუნდები ვითარებას დღეღამეში 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან, რათა სწრაფად იმოქმედონ“, თქვა „იუთუბის“ წარმომადგენელმა თავის განცხადებაში.

კომპანიის ქმედებები მოჰყვა „ფეისბუქის“ მფლობელი კომპანია „მეტა პლატფორმის“ ნაბიჯს, რომელმაც ორშაბათს გამოაცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით თავის პლატფორმებზე „რაშა თუდეიზე“ და „სპუტნიკზე“ წვდომას ზღუდავს.

„ტვიტერმაც“ გამოაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო მედიის შეტყობინებებს მონიშვნებს დაუმატებს და მათ ხილვადობას შეამცირებს. კომპანიამ თქვა, რომ ხუთშაბათიდან, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ყოველდღიურად 45 ათასი შეტყობინება შემოდიოდა კერძო ანგარიშებიდან, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო მედიის მასალების გაზიარება ხდებოდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის წამყვან სოციალურ პლატფორმებზე სადავო ყოფნა, მოსკოვსა და დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის დაპირისპირების ბრძოლის ველად იქცა. რუსეთმა ამ პლატფორმების მიმართ საკანონმდებლო და ტექნიკური ხასიათის წნეხის მიმართვა დაიწყო. მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე სოციალური მედიის მომხმარებლებს წვდომის სისწრაფე შეუმცირა ან სხვაგვარად შეუზღუდა.

XS
SM
MD
LG